Posts

მეცხრე დღე

დღეს შევისწავლეთ ბლოგებში დიზაინის შეცვლა , გაჯეტების დამატება, ასევე, როგორ შეიძლება მივაბათ ბლოგებს გაჯეტები ან სხვა საიტები და საქაღალდე. თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ პრაქტიკულად განვახორციელეთ ყველა ოპერაცია;        გავაკეთეთ პროექტიების პრეზენტაცია,  მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი და შევაჯამეთ მთლიანი ტრენინგი.   ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან  მივიღე  საჭირო ინფორმაცია პროექტების დაგეგმვასთან დაკავშირებით კერძოდ, როგორ მივიდე პროექტის დაგეგმვამდე, როგორ  აღვძრა მოტივაცია მოსწავლეებში, როგორ მოვახდინო იდეების გენერირება.          ტრენერი  იძლეოდა ძალინ მნიშვნელოვან მეთოდურ რჩევებს, რაც უფრო საინტერესოს და მოტივირებულს გახდის ჩემს მოსწავლეებს.    დიდი მადლობა ხათუნა ციხელაშვილს, რომელმაც დამანახა პროექტებით სწავლების დიდი მნიშვნელობა 21-ე საუკუნის ადამიანის უნარ-ჩვევების განვითარების საქმში.

მერვე დღე

  დღე დაიწყო წინა მასალის გახსენება- შეჯამებით. დაიგეგმა სამუშაო დღის გეგმა და მიზნები.   დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაში მუშაობა. ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდებზე და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი, რომელზე დაყრდნობითაც გავაკეთეთ ინდივიდუალური დასკვნები.

მერვე დღე

   ტრენინგზე კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ აქტივობების შესახებ. ასევე  ვისაუბრეთ მოსწავლის სხვადასხვა საჭიროებებზე, რაც საშუალებას მომცემს ამ კუთხით დავხვეწო  ჩემი მიდგომები განსაკუთრებული მიდგომის მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობისას.  განვიხილეთ სახელმძღვანელოებში   მე-6 მოდულის 1 აქტივობა. მივიღეთ დავალება  შევქმენით მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომის შაბლონი სუსტი მოსწავლეებისათვის.

მეშვიდე დღე

        ტრენინგი საინტერესო იყო, რამდენადაც განვიხილეთ მოსწავლესათვის     მართებული ინსტრუქციის მიცემის აუცილებლობა. ჩვენი თემიდან გამომდინარე შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზების გრაფა.     კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ყველა საკვანძო საკითხი და დავხვეწეთ მუშაობის ფორმები.

მეექვსე დღე

საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის მეექვსე დღე, რადგან შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც გადავიტანეთ ღრუბლებში, ვისაუბრეთ როგორ უნდა დავწეროთ სასწავლო პროცედურები. დავათვალიერეთ მზა პროექტებში სასწავლო  პროცედურები, რომელმაც  თვალნათელი გახადა პროექტზე მუშაობის დროს გასათვალისწინებელი ნიუანსები. მივიღეთ დავალებად  გავწეროთ ჩვენი პროექტისათვის სასწავლო პროცედურები.

მეხუთე დღე

 ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო ტრენინგის მეხუთე დღე.   ვისაუბრეთ მოსწავლეების შეაძლებლობებზე, დავათვალიერეთ სხვადასხვა შეფასების ფორმები, განვიხილეთ ჩეკლისტები და  რუბრიკები,  მოვიძიეთ  და მოვახდინეთ ადაპტირება სხვადასხვა შეფასების ფორმების, რომლებიც   ავტვირთეთ დრაივში.  შევქმენით პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი ჩვენი პროექტისათვის, ვისაუბრეთ რა არის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.  მივიღეთ დავალება შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რაც საშუალებას მომცემს მოსწავლის პოზიციიდან დავაკვირდე და გავიაზრო პროექტის არსი.

მეოთხე დღე

                                 ტრენინგის მეოთხე დღე ჩემთვის საინტერესოდ წარიმართა, რადგან ვიმუშავეთ და განვიხილეთ თითოეული მასწავლებლის მიერ შემუშავებული მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რამაც ნათლად დამანახა თუ რა მნიშვნელოვანია კითხვების სწორად შერჩევა პროექტის მსვლელობის სწორად წარმართვისთვის.     ვისაუბრეთ და განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია რომელმაც ცხადყო, რომ მოსწავლის შეფასება უნდა მოხდეს მრავალმხრივ, ხუთივე სტრატეგიის გათვალისწინებით.      მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის  "infografik" - ის  აღმოჩენა, რაც საშუალებას მომცემს საგაკვეთილო პროცესი, გავხადო უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო.